15/09/2016 საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის სახელით, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული პროექტის, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის” ფარგლებში, გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია PEM Consultant-მა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართა.

სემინარი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადდა და ზოგად მიმოხილვასთან ერთად, მოიცავდა ინფორმაციას საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში, ამჟამად არსებული ვითარების, გამოწვევებისა და მიზნების შესახებ.

სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ განეხილათ ნარჩენებთან და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული თემები  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც კონსულტაციას უწევენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას პროექტის განხორციელებაში(დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი კომპანია – PEM Consult და მისი ასოცირებული პარტნიორები: INTECUS (გერმანია) და GAMMA (საქართველო).

სემინარის ფარგლებში, ნარჩენების მართვის სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით, მონაწილეებმა სამტრედიის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელიც მონახულეს.