18-11-2016  წყალტუბოში, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პორექტის“ ფარგლებში   მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარი ორგანიზებული იყო „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში და განხორციელდა PEM Gmbh-ის, Intecus-სა და Gamma-ს მიერ, საქართველოს მყარი   ნარჩენების   მართვის   კომპანიასთან   და   საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან ერთად, 2015 წელს, ძალაში შევიდა მუნიციპალიტეტების ვალდებულება, მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ვალდებულების თანახმად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები უნდა მომზადდეს 2017 წლის ბოლოსთვის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის (ISWM – Kutaisi) ფარგლებში.

სემინარის მიზანია დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებაში.

სემინარებზე განიხილა ნარჩენების მართვის პოლიტიკური ასპექტები – საკანონმდებლო ჩარჩო, მთავრობის მიზნები, გეგმები და მოლოდინები ნარჩენების მართვის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები და CENN-ის მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის სახელმძღვანელო დოკუმენტი გააცნეს.

 „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტი მოიცავს ქუთაისთან ახლოს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კაპიტალის ქვეშ ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას, ნარჩენების მოგროვებისა და ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებას. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად განსაზღვრულია 2014-2018 წლები. პროექტის საერთო ღირებულება 26 მილიონი ევროა.