კომპანიის შესახებ

branding_logo

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”

მყარი საყოფაცხვრებო ნარჩენების   პოლიგონების მართვა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს. საქართველოს მთავრობამ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების მართვა განსაზღვრა, როგორც ერთ-ერთი მწვავე პრობლემა და ამ მიზნით დაიწყო არსებული სისტემის რეფორმირება.

ამ რეფორმის ფარგლებში,  2012 წლის 24 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა შპს„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. კომპანია მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მართვას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.
კომპანიის შექმნა ემსახურება შემდეგ მიზნებს:

  • განსაზღვროს პოლიგონების მართვის კუთხით არსებული უარყოფითი ზეგავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • ოპერირებს 53 პოლიგონს, სადაც ხდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება;
  • გააუმჯობესოს არსებული პოლიგონების საოპერაციო სტანდარტები;
  • დაგეგმოს ახალი სანიტარული პოლიგონების მშენებლობა, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს;
  • ეტაპობრივად დაიხუროს არსებული პოლიგონები, რომლებიც დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში შევა ახალი რეგიონული ევროკავშირის სტანტარტების შესაბამისი სანიტარული პოლიგონები.

კომპანიის მიზანს წარმოადგენს:

  • ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება;
  • ნარჩენების წარმოშობის თავიდან არიდება და მინიმუმამდე დაყვანა;
  • პოლიგონებზე ნარჩენების, განსაკუთრებით ორგანული და სახიფათო ნარჩენების შემცირება;
  • არსებული პოლიგონების რაოდენობის შემცირება და ეტაპობრივად ყველა პოლიგონის დახურვა, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას;
  • პოლიგონებზე ნარჩენების მდგრადი, გარემოს თვალსაზრისით უსაფრთხო და ეფექტური განთავსება;
  • პოლიგონებზე სეპარაციისა და გადამუშავებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • თანამშრომლების უსაფრთხოების პირობებით და თანამედროვე სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა;
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საქმიანობების ხელშეწყობა მყარი ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემის ასპექტებზე;
  • კომპანიასა და მუნიციპალიტეტებს შორის ეფექტური თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების სისტემის უზრუნველყოფა;
  • მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამინისტროებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვა უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნარჩენების მართვის სისტემის სხვადასხვა ასპექტებზე;
  • ევრო კომისიის დირექტივების დაცვა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში.

კომპანიის მისია

  • არსებულ  პოლიგონებზე ნარჩენების მიღების გაუმჯობესება;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული პოლიგონების მოწესრიგება და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა;
  • პოლიგონებზე განსათავსებელი ნარჩენების აღრიცხვის სისტემის სრულყოფა;
  • პოლიგონების მართვისას გარემოზე ზემოქმედების, შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის გათვალისწინება, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ზომების ჩათვლით;
  • ახალი რეგიონული სანიტარული პოლიგონებისა და გადამტვირთი სადგურების რაოდენობის განსაზღვრა;
  • მაღალი რისკის მქონე პოლიგონების რემედიაცია და დახურვა;
  • კომპანიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ნარჩენების მართვის სხვადასხვა საკითხებზე, ტექნიკური, ეკონომიკური, ადმინისტრატიული და იურიდიული საკითხების ჩართვით;
  • ხარჯების ამოღების ეფექტური სისტემის შემუშავება;
  • მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საშუალებით წყაროზე სეპარაციის, გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა;