ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ 2025-02-07T08:56:18+00:00

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია– ჩვენ შესახებ

კომპანიის წარმომადგენლები

ჩვენი საქმიანობა – მოუწესრიგებელი მემკვიდრეობის გამოსწორება და ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა

ნარჩენების მართვა ძალიან მნიშველოვანი საკითხია. თითოეული ადამიანი ყოველდღიურად წარმოქმნის ნარჩენებს.  ნარჩენი უსიამოვნო, არასასურველი, მაგრამ გარდაუვალი საკითხია თანამედროვე საზოგადოებაში.

დასავლურმა საზოგადოებამ შექმნა ნარჩენების დახარისხების, შეგროვებისა და გადამუშავების დახვეწილი სისტემა, რომლის საბოლოო სახით ჩამოყალიბება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდამავალ პერიოდში მყოფი ბევრი ქვეყანა, საქართველოს მსგავსად, მხოლოდ ახლა იწყებს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას და ძველი, მოუწესრიგებელი და უკანონო  ნაგავსაყრელების მოწესრიგებას.

სწორედ ეს არის საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მთავარი ამოცანა: ძველი, არსებული ნაგავსაყრელების მოწესრიგება, განახლება და დახურვა; ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების აშენება და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ეტაპობრივად დანერგვა, რაც უკვე  ბევრ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა. 

მოკლედ კომპანიის შესახებ

--> მეტი

მთავარი ფაქტები კომპანიაზე

დაარსდა 2014 წლის 24 აპრილს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ

————————-

კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი სახელმწიფოა

————————-

2013 წლიდან კომპანია მართავს 54 არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს

————————-

კომპანიას სულ ჰყავს 277 თანამშრომელი (აქედან 58 თანამშრომელი სათაო ოფისში მუშაობს, 219 კი რეგიონულ ოფისებში)

————————-

კომპანია პასუხისმგებელია  საქართველოს არასახიფათო ნარჩენების არსებული ნაგავსაყრელების მართვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქ თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა————————-

კომპანია გეგმავს 6-7 ახალი, რეგიონული  არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობას

2012 -ახალი სტრატეგია საქართველო ნარჩენების მართვის სფეროში

წარსულში მუნიციპალიტეტები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო რესურსით ნარჩენების მართვის სფეროში. შედეგად მივიღეთ არაორგანიზებულად მართული ნაგავსაყრელები, რომლებიც ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. ნარჩენების მართვის ახალ კოდექსზე დაყრდნობით,2012 წლის 24 აპრილს, შეიქმნა შპს”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”,რომელიც მმართველობაში  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა და რომლის 100%-ანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. კომპანიის ფუნქციებად განისაზღვრა შემდეგი:

  • 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელის მართვა
  • მუნიციპალური ნაგავსაყრელების მართვის სისტემის გაუმჯობესება (რეაბილიტაცია და კვალიფიციურად მართვა)
  • ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების აშენება და მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო მხარდაჭერის გაწევა, რათა ნარჩენების მართვისა და დახარისხებული ნარჩენების შეგროვების სფეროში არსებული სტანდარტებით მოქმედება გახდეს შესაძლებელი.
  • ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მშენებლობის პარალელურად არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა.

2013-2016 წლები – ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა

2013 წლიდან შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ მფლობელობაში გადაეცა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი (ქალაქ თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). აღნიშნული მოვლენა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა კომპანიისთვის, რადგან, ფაქტობრივად, ყველა ნაგავსაყრელი ნორმებისა და წესების დაცვის გარეშე ფუნქციონირებდა. შექმნილი ვითარებიდან გამომიდინარე, ზიანდებოდა გარემო და საფრთხე ექმნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანრთელობას. კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი აღნიშნულ გამოწვევას და შედეგად, გაუმჯობესდა ათასობით მოსახლის საცხოვრებელი პირობები, რომლებსაც აქამდე ნაგავსაყრელიდან წამოსული არასასიამოვნო სუნი; ნარჩენების წვისგან წარმოქმნილი კვამლი და ქარისგან მიმოფანტული ნარჩენი აწუხებდათ. კომპანიის მიერ კეთილმოწყობილმა ნაგავსაყრელებმა მნიშვნელოვნად შეამცირა  და ზოგ შემთხვევაში სრულად აღმოფხვრა გარემოზე მავნე ზემოქმედება და უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების ხარისხის გაუმჯობესება.

2016 წლიდან დღემდე – ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის ჩამოყალიბება

მომდევნო წლებში კომპანია განაგრძობს არსებული  ნაგავსაყრელების რეაბილიტაციასა და ეტაპობრივ დახურვას. ასევე, ხელს შევუწყობთ ნარჩენების მართვის სფეროს გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობას, რომლებიც ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს.