waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 364 blog entries.

ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ახალი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება

2024-09-27T10:41:56+00:00

27/09/2024 - შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია GT Group-თან სპეციალური ტექნიკის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი შემდეგი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება: ბულდოზერი დამტვირთველი კომპაქტორი სატვირთო მანქანა ექსკავატორ-დამტვირთველი ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში  ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული [...]

თელავის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2024-09-10T10:19:34+00:00

10/09/2024 - თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები). რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს,  ნარჩენების გადაადგილებას, რამაც დროებით სუნის გავრცელება გამოიწვია. [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა 

2024-08-01T12:16:57+00:00

01/08/2024 -“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან  (GT group, Tegeta Construction Equipment LLC), შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ხელშეკრულება გააფორმა. ახალი ობიექტი და გადამტვირთავი სადგურები აღიჭურვება შემდეგი ტექნიკით: კომპაქტორით ბულდოზერითა Ტრაქტორით შორ მანძილზე გადამტვირთავი [...]

გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

2024-07-19T08:52:25+00:00

19/07/2024 - გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და [...]

ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

2024-07-17T10:34:08+00:00

17/07/2024 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით,  ეწყობა შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები). სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

2024-05-28T12:03:08+00:00

27/05/24 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროპული სტანდარტის ახალი რეგიონული  არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), გერმანია საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.  „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ (ISWM [...]

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ქვემო ქართლის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

2023-12-16T18:14:26+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია Atlas Insaat-ს  შორის  ქვემო ქართლში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული  არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და პროექტის განამახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის [...]

გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გამართა

2023-10-26T08:41:08+00:00

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა, კონსულთანტებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გამართეს.  შეხვედრები პროექტ “ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის” ფარგლებში ჩატარდა; აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას. გორის მუნიციპალიტეტში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი

2023-09-20T11:24:56+00:00

შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს ტენდერს სამეგრელო-ზემო სხვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესასყიდად. სატენდერო განცხადების მოკლე ვერსია ქვეყანა საქართველო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 06.11.2023 სათაური სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვა ტენდერის ნომერი 500774 პროექტის სახელი მყარი ნარჩენების  ინტეგრირებული მართვის [...]

ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში რეგიონული სამუშაო ჯგუფი (RWG) ჩამოყალიბდა

2023-09-05T12:30:21+00:00

პროექტის – “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის” – ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ინიციატივით, რეგიონული სამუშაო ჯგუფის (RWG) პირველი შეხვედრა გაიმართა. რეგინულ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართა და სულ 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა. რეგიონული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა [...]

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში რეგიონული სამუშაო ჯგუფები (RWG) ჩამოყალიბდა

2023-09-04T12:43:13+00:00

პროექტის – “ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები – ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა” – ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ინიციატივით, რეგიონული სამუშაო ჯგუფების (RWG) პირველი შეხვედრები გაიმართა. რეგინულ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართა და სულ 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა.  რეგიონული [...]

გურიაში,სტიქიის შედეგად, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

2023-07-13T11:01:25+00:00

დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვიდან დიდი ოდენობით გამოტანილი ნარჩენების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად ამ ეტაპზე სრულად გაიწმინდა და დასუფთავდა შავი ზღვის აქტიური სანაპირო ზოლი. კომპანიის მიერ კვლავ მიმდინარეობს  ყოველდღიურ რეჟიმში სანაპირო ზოლის მოვლისა [...]