ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის

Samegrelo Zemo Svaneti GE 2021-07-19T11:02:56+00:00

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების გზით. მათ შორის, ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას, არსებული ნაგავსაყრელების დახურვასა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ევროკავშირის სტანდარტები).

პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. შესაბამისად, სავალდებულოა მოქმედი კანომდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში (ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება) საერთაშორისი სტანდარტების დაცვა.

პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, ეროვნული და საერთაშორისო (ევროკავშირის) სტანდარტების შესაბამისად (არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე)

.

გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა და რეგიონში მოქმედი ყველა არსებული ნაგავსაყრელის დახურვა

 

  • ფოთში, წალენჯიხასა და ლახანში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა; გადამტვირთავი სადგურები უზრუნველყოფენ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას
  • ფოთში არსებული ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად დახურვა
  • ზუგდიდში არსებული ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად დახურვა

.

გადამტვირთავი სადგურები – როგორც შუალედური რგოლი მოშორებით მდებარე მუნიციპალიტეტებსა და ახალ ნარჩენების განთავსების ობიექტს შორის

ლახანში, წალენჯიხასა და ფოთში მოეწყობა გადამტვირთავი სადგურები, რათა უფრო ხარჯ-ეფექტიანად მოხდეს ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება.

რეგიონის მუნიციპალიტეტებში შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები, დაიპრესება დიდ კონტეინერებში და მოხდება მათი რეგულარული ტრანსპორტირება ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე.

.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მართვაში არსებული გადამტვირთავი სადგურების მაგალითი

დღემდე, ჩვენ მოვაწყვეთ 5 გადამტვირთავი სადგური (ურეკი, ყვარელი, მანგლისი-წალკა, ბორჯომი-ბაკურიანი, მესტია). მომავალში, როდესაც ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტები აშენდება, გადამტვირთავი სადგურები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, რადგან გადამტვირთავ სადგურზე  მოხდება ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტიდან შორს მდებარე მუნიციპალიტეტებში შეგროვებული  ნარჩენების ტრანსპორტირება და დიდი მოცულობის ნაგავმზიდებით გატანა.

.

ნარჩენების საპრესით აღჭურვილი ნაგავმზიდებით, ნარჩენების კონტეინერებითა და ქუჩების დასუფთავების ტექნიკით უზრუნველყოფა

  • მუნიციპალური ნარჩენების შემგროვებელი და ქუჩების დასუფთავების სატრანსპორტო საშუალებები მიეწოდება მუნიციპალიტეტებს
  • გადამტვირთავი სადგურებისთვის, შორ მანძილზე გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებები და ნარჩენების განთავსების ობიექტისათვის მანქანა-დანდგარები/აღჭურვილობა მიეწოდება მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას