იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი

ქუთაისი _ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი 2021-07-22T09:00:41+00:00

რა სარგებელს მოიტანს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი?

საპროექტო რეგიონებში საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომანია 8 ძველ ნაგავსაყრელს მართავს, რომელთა დახურვა აუცილებელია. აღნიშნულ ნაგავსყრელებს ჩაანაცვლდებს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი,  ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სიტემა. ამ ეტაპზე, უკვე დახურულია 4 ნაგავსაყრელი (ხონი, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული).

8 ძველი ნაგავსაყრელი დაიხურება და მათ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ჩაანაცვლებს, რომელზეც ნარჩენები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განთავსდება

იმერეთი რუკა

.

ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 130 ათასამდე ტონა ნარჩენის განთავსება

აღნიშნულ რეგიონებში, ქუთაისის, 15 დიდი ქალაქისა და 800 სოფლის მაცხოვრებელი, ყოველწლიურად, 130 ათასამდე ტონა ნარჩენს წარმოქმნის. მომდევნო წლებში აღნიშნული რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს!

ნარჩენების რაოდენობა

ნარჩენების გადამტვირთავი სადგურები – კავშირი მოშორებით არსებულ არეალსა და ახალ ობიექტს შორის

ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელები: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა, საჩხერე, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური და ონი სტანდარტების შესაბამისად დაიხურება და მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურები. არასახიფათო ნარჩენები შეგროვდება ახალი ობიექტიდან მოშორებით მდებარე  მუნიციპალიტეტებიდან, განთავსდება გადამტვირთავ სადგურებზე, დაიპრესება სპეციალურ კონტეინერებში და რეგულარულად ტრანსპორტირდება ახალ რეგიონულ ობიექტზე. გადამტვირთავი სადგურების ქსელი ნარჩენების განთავსების პროცესს ბევრად ეფექტურს გახდის.

ნარჩენების გადამტვირთავი სადგურები, რომლებსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია მართავს

კომპანიამ ნარჩენების გადამტვირთავი 5 სადგური უკვე მოაწყო (ურეკი, ყვარელი, თეთრიწყარო-წალკა, ბორჯომ-ბაკურიანი, მესტია). მომავალში, გადამტვირთავ სადგურებს, ნარჩენების მართვის ახალ სისტემაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

.

სპეციალური ტექნიკით აღჭურვა: კომპაქტირების მანქანები, კონტეინერები და ქუჩების დასუფთავების მოწყობილობები

აღჭურვილობა

  • ნარჩენების შესაგროვებელი და ქუჩების დასუფთავების სპეციალური იარაღებით აღჭურვა მუნიციპალიტეტებისთვის
  • გრძელ დიასტანციაზე ნარჩენების გადამტვირთავი მანქანები გადამტვირთავი სადგურებისთვის და სპეციალური აღჭურვილობა კომპანიისთვის