კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ 2017-09-15T08:04:53+00:00

ჩვენი საქმე და ძირითადი სფეროები

xelmocera

gurjaani

ჩვენ ვცვლით ნარჩენების განთავსების სიტემას საქართველოში

2012 წელს,ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით, შეიქმნა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და მის მთავარ ამოცანად მომდევნო წლებში საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება განისაზღვრა. კომპანიის 2014-2024 წლების სტრატეგია  აღწერს მომდევნო 10 წლის განმავლობაში თუ როგორ შეიცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა . ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ მმართველობაში არსებულ 54  მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მომდევნო წლებში 8- 10 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების ქსელური სისტემა ჩაანაცვლებს. ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს მოემსახურება(ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა).

ჩვენ უზრუნველვყოფთ არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების რეაბილიტაციას

კომპანიის  პრიორიტეტი არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების  რეაბილიტაცია და/ან  მათი ეტაპობრივი დახურვაა. 2013 წლიდან 53 ნაგავსაყრელიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30 ნაგავსაყრელს ((იხილეთ ჩამონათვალი)) . რეაბილიტირებული ნაგავსაყრელები უზრუნველყოფენ ნარჩენების კონტროლირებად განთავსებას იქამდე, სანამ  ექსპლუატაციაში შევა ახალი, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული  სანიტარული ნაგავსაყრელები. სარეაბილიტაციო სამუშაოები  აქ სქემის მიხევით ხორციელდება.

ჩვენ ვხურავთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს

ამ ეტაპისთვის სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 21 მუნიციპალური ნაგავსაყრელი.ნაგავსაყრელების დახურვა მიჰყვება მთავარ გეგმას. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სიტემის დახვეწას და მასში მოიცავს სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა: ტერიტორიაზე  ნარჩენების მოსალოდნელი  რაოდენობის განსაზღვრა მომავალი 5 – 10 წლის განმავლობაში; უახლოესი რეაბილიტირებული ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა;  თანაბარი ძალისხმევა და რესურსებია საჭირო, როგორც მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისთვის, ასევე, დაგროვილი ნარჩენის უახლოეს რეაბილიტირებულ ან ახალ ნაგავსაყრელზე დროული ტრანსპორტირებისთვის.

084

00_Slide_Rustavi_5

ჩვენ ვმართავთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს

54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს ყოველდღიურად კომპანიის 277 რეგიონული თანამშრომელი მართავს.  მათ პასუხისმგებლობაში შედის : ექსპლუატაციაში მყოფ ნაგავსაყრელებზე  ნარჩენების  მიწით რეგულარული გადაფარვის უზრუნველყოფა; ნაგავსაყრელსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  სისუფთავის შენარჩუნება;  ნაგავსაყრელზე მიღებული ნარჩენის ტიპისა და რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაციის ცენტრალური ოფისისთვის ოპერატიულად მიწოდება. ასევე, მათ ევალებათ   დახურული ნაგავსაყრელების  რეგულარული მონიტორინგი.

ჩვენ ავაშენებთ ახალ რეგიონულ სანიტარულ ნაგავსაყრელებს

ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთი სადგურების მოწყობა, სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოში  მყარი ნარჩენების სრულად ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. ევროდირექტივების თანახმად, ნარჩენების განცალკევება და გადამუშავება ძალაში შევა 2019 წლიდან.    მიმდინარე  პროექტებს შორის კომპანია ახორციელებს პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მშენებლობას: 1) იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; 2) ქვემო ქართლი; 3), კახეთი და სამეგრელოს პროექტეები (ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა)