2013 – 2017 მიღწევები

2013 – 2017 მიღწევები 2017-09-15T08:15:57+00:00

კომპანიის გამოწვევები და მიღწევები 2012–2017 წლებში

მიღწევები

0
კომპანიის მფლობელობაში არსებული ნაგავსაყრელები
0
2013 წლიდან დღემდე კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები
0
დახურული ნაგავსაყრელები
0 მილ
კომპანიის  მიერ 2012-2016 წლებში გაწეული სამუშაოების საერთო ხარჯი

გთხოვთ იხილოთ წარსულის ამსახველი და ნაგავსაყრელების რეაბილიტაციამდე არსებული სიტუაციის ფოტო გალერეა, დააჭირეთ აქ .

წარსულის მემკვიდრეობა- ნარჩენების მთა

telavi1

აღნიშნული ფოტო, რომელიც 2013 წელს თელავის ძველ ნაგავსაყრელეზეა გადაღებული, ნათლად ასახავს წარსულში არსებულ მდგომარეობას, იმ პერიოდს, როდესაც მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დაიწყო მუშაობა. ჩვენ მთავარ გამოწვევას  წარსული მემკვიდრეობით მიღებული ‘ნარჩენების მთების’  რეგულირებად, გარემოსთვის უსაფრთხო ნაგავსაყრელებად გარდაქმნა წარმოადგენდა.

2013 წლიდან შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მფლობელობაში გადმოვიდა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი (ქალაქ თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა).აღნიშნული მოვლენა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა კომპანიისთვის, რადგან, ფაქტობრივად, ყველა ნაგავსაყრელი ნორმებისა და წესების დაცვის გარეშე ფუნქციონირებდა. შექმნილი ვითარებიდან გამომიდინარე, ზიანდებოდა გარემო და საფრთხე ექმნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანრთელობას.  კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი აღნიშნულ გამოწვევას და შედეგად გაუმჯობესდა ათასობით მოსახლის საცხოვრებელი პირობები, რომლებსაც აქამდე ნაგავსაყრელიდან წამოსული არასასიამოვნო სუნი, ნარჩენების წვისგან წარმოქმნილი კვამლი და ქარისგან მიმოფანტული ნარჩენი აწუხებდათ. კომპანიის მიერ კეთილმოწყობილმა ნაგავსაყრელებმა მნიშვნელოვნად შეამცირა  და ზოგ შემთხვევაში სრულად აღმოფხვრა გარემოზე მავნე ზემოქმედება და უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების ხარისხის გაუმჯობესება.