საერთაშორისო პროექტები

საერთაშორისო პროექტები 2017-04-19T01:34:37+00:00

საერთაშორისო პროექტები - განაცხადები, გადაწყვეტილებები, განხორციელების სტატუსი, დასრულებული პროექტები

მიმდინარე საერთაშორისო პროექტები

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი

[table  th=”false” colwidth=”200|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება:#“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი”

პროექტის შედეგი: #ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა, გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა, ქუთაისის ნიკეას არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.  (მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები და დაინტერესებული მხარეები).

სამიზნე რეგიონი: #ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: #შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, 16 მუნიციპალიტეტი, 700 000 მოქალაქე

პროექტის განხორციელების პერიოდი: #2015-2019

დონორები / დაფინანსება: #KfW: სესხი 20 მილიონი ევრო. ევროკავშირის სამეზობლო  საინვესტიციო ფონდი (NIF): გრანტი, 2 მილიონი ევრო ტექნიკური მხარდაჭერისთვის.  საქართველოს მთავრობა: 4 მილიონი ევრო . საერთო ბიუჯეტი: 26 მილიონი ევრო

პროექტის სტატუსი:#განხორციელებული სამუშაოები:  1. ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  2. გაფორმდა სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები3.  3.გაფორმდა განსაკუთრებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებისა და გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე.  4. ჩატარდა ორეტაპიანი ტენდერი, რომლის საფუძველზეც შეირჩა პროექტის განმახორციელებელი ღონისძიებების კონსულტანტი (გერმანული საკონსულტაციო კომპანია ERM) და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM)  5. პროექტის განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო

[/table]

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: #ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი

პროექტის შედეგები: #მარნეულში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელისა და გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა ქვემო ქართლის რეგიონში. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ყველა ჩართული მხარის შესაძლებლობების გაძლიერება.  (მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები და დაინტერესებული მხარეები).

სამიზნე რეგიონი: #ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის რეგიონს.

სამიზნე ჯგუფი/ პროექტის ბენეფიციარები: #შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“; 5 მუნიციპალიტეტი: წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და ბოლნისი.

პროექტის განხორციელების პერიოდი: #2015-2019

დონორები/დაფინანსება: #EBRD: 7 მილიონი ევრო (სესხი) ; SIDA: გრანტი 3 მილიონი ევრო ადგილობრივი კონტრიბუცია: 1,5 მილიონი ევრო.

პროექტის სტატუსი:#განხორციელდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. გაფორმდა ხელშეკრულებები საკონსულტაციო კომპანიებთან. მიმდინარეობს ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიის შერჩევის პროცესი. პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წელს. ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება 2017 წელს. განმახორციელებელმა კონსულტანტმა კომპანიამ (HPC HARRESS PICKEL CONSULT AG) მოამზადა სასწავლო გეგმა. დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტმა კომპანიამ (SEURECA) მოამზადა სამუშაო ანგარიში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროგრამა (CDP)

[/table]

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: #ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში

პროექტის შედეგები: #პროგრამა  ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ ხელს შეუწყობს  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების, ბიზნესებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობას, იმისათვის რათა დაინერგოს ინტეგრირებული მართვის სისტემა ორ სამიზნე რეგიონში კახეთისა და აჭარის რეგიონებში

სამიზნე რეგიონები: #კახეთისა და აჭარის რეგიონები

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: #მინიტიპალიტეტები, კერძო სექტორი, მოქალაქეები სამიზნე რეგიონებში

პროექტის ხანგრძლივობა: #2014-2018

დონორები/დაფინანსება: #USAID: 4.7 მილიონი ევრო

ეხლანდელი სტატუსი:#პროექტის აქტივობები დაიწყო 2014 წელს

[/table]

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტი

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: #ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის სისტემა კახეთსა და ზემო სვანეთის რეგიონებში

პროექტის შედეგები: #ორი რეგიონალური სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული  გადამტვირთი სადგურების ქსელების მოწყობა, ძველი ნაგავსაყრელების დახურვა.  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების, ბიზნესებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობა იმისათვის, რათა დაინერგოს ინტეგრირებული მართვის სისტემა ორ სამიზნე რეგიონში, კახეთისა და ზემო სვანეთში.

სამიზნე რეგიონები: #კახეთისა და ზემო სვანეთის რეგიონები

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: #საქართველოს მყარი ნარაჩენების მართვის კომპანია; 7 მუნიციპალიტეტი:   მესტია, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ფოთი (სამეგრელო ზემო სვანეთი) ; 7 მუნიციპალიტეტი ახმეტა, გურჯაანი დედოფლისწყარო, თელავი,  ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, (კახეთი)

პროექტის ხანგრძლივობა:  #2016-2020

დონორები/დაფინანსება:#გერმანიის განვითარების ბანკი: 30 მილიონი ევრო სესხი; გრანტი 3 მილიონი ევრო; საქართველოს მთავრობა: 5 მილიონი ევრო. მთლიანი ინვესტიცია: 38 მილიონი ევრო

პროექტის სტატუსი: # პროექტის აქტივობები დაიწყო 2014 წელს. 2014 წლის 3 ივნისს, გერმანული განვითარების ბანკისა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 800 000 ევრო გრანტის გადაცემის თაობაზე. ამ თანხით დაფინანსდა ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის მომზადება, რომელიც შემუშავებულ იქნა გერმანული კომპანია  Infrastruktur&Umwelt -ის მიერ. ამჟამად განიხილება და დადგინდება ახალი ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა.

[/table]

განხორციელებული საერთაშორისო პროექტები

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მყარი ნარჩენების მართვაში 

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: #საქართველოში არსებული ნაგავსაყრელებიდან გაზის შეგროვების მეთოდოლოგიის დანერგვა და განხორციელება

პროექტის შედეგები: #ახალი რეგიონალური ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით შემუშავდა კომპანიის სამოქმედო გეგმა;  ნაგავსაყრელის დახურვის გეგმაზე დაყრდნობით,  მომზადდა არსებულ ნაგავსაყრელებზე სრისკების შეფასების დოკუმენტი

სამიზნე რეგიონი: #საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის  ცენტრალური ოფისი

სამიზნე ჯგუფი/პროექტის ბენეფიციარები: #შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტის ხანგრძლივობა:#2012-2013

დონორები/დაფინანსება:#შვედური საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პროექტის სტატუსი:#დასრულებული

[/table]

ნაგავსაყრელებზე გაზის შეგროვების  მეთოდოლოგიის შემუშავება და  დანერგვა – INOGATE

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: #“საქართველოში არსებული ნაგავსაყრელებიდან გაზის შეგროვების მეთოდოლოგიის დანერგვა და განხორციელება”

პროექტის შედეგები: #ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდოლოგია საქართველოში  ბიო-გაზის პოტენციური მოპოვების შესახებ; კომპანიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სესიები ბიო-გაზის მონიტორინგის შესახებ

სამიზნე რეგიონი: #საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ცენტრალური ოფისი

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: #შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტის ხანგრძლივობა:პროექტის ხანგრძლივობა: #მარტი-ნოემბერი  2014

დონორები/ დაფინანსება: #ევროპული გაერთიანება (INOGATE)

პროექტის სტატუსი:#დასრულებული

[/table]