არსებული ნაგავსაყრელები

არსებული ნაგავსაყრელები 2017-09-15T08:31:10+00:00

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ფლობს და მართავს 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს

საქართველოში 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლამდე თითქმის ყველა ნაგავსაყრელი არაორგანიზებულად, გარემოს დაცვის სტანდარტების შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა.

2013 წლიდან შპსსაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”  54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). 2013-2017 წლებში, კომპანიის მიერ კეთილმოეწყო 30 მუნიციპალური ნაგავსაყრელი და ყველა წესის დაცვით დაიხურა – 21.

დღესდღეობით, საქართველოში ნარჩენების განთავსების სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური ნაგავსაყრელები წარმოადგენს, თუმცა ეს ტენდენცია სამომავლოდ შეიცვლება. აშენდება ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები, რომლებიც ჩაანაცვლებს არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს. მათგან ნაწილი დაიხურება, ნაწილზე კი გადამტვირთი სადგურები მოეწყობა. ზოგიერთი მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც ქვეყნის მთიან რეგიონში მდებარეობს, კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას, რადგან ზამთარში, დიდთოვლობით გამოწვეული  ჩაკეტილი გზები ნარჩენების ტრანსპორტირებას რეგიონულ ნაგავსაყრელებზე შეუძლებელს გახდის.

დააჭირეთ ნიშნულს თუ გსურთ იხილოთ  ინფორმაცია კონკრეტულ ნაგავსაყრელზე. ინფორმაციის გათიშვის მიზნით დააჭირეთ მეორედ