ოპერირების პრინციპები

ოპერირების პრინციპები 2020-05-28T12:53:42+00:00

გარემოს დაცვა– ერთობლივი ზომები ჰაერისა და ლანდშაპტის დასაცავად

Model_Working_Cell

ნარჩენები მხოლოდ იქ ჩანს, სადაც უჯრედი მდებარეობს. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი, ძველი უჯრედების ჩათვლით, უსაფრთხოდ არის ნიადაგით გადაფარული

“უჯრედი” – ერთადერთი ადგილი სადაც განთავსებული ნარჩენი თვალისთვის შესამჩნევია

პოლიგონზე ნარჩენების განთავსება ხორციელდება მკაცრი და სისტემატური გეგმის შესაბამისად, რომლის ძირითად ელემენტს სწორედ უჯრედი წარმოადგენს. „უჯრედი“ არის ადგილი, სადაც ხდება ნაგავმზიდიდან ნარჩენების განთავსება, მუხლუხიანი ტექნიკით შეგროვება, სპეციალური კომპაქტორით დაპრესვა და ბოლოს, რეგულარულად ნიადაგის საბოლოო ფენით გადაფარვა. ნარჩენების დღიური მოცულობის მიხედვით, უჯრედი გარკვეულ პერიოდში (50-100 დღე) ივსება (2-3 მეტრის სიმაღლეზე) და ნიადაგის საბოლოო ფენით იფარება. საბოლოოდ მიწით გადაფარული, დახურული უჯრედის მიმდებარედ ხდება ნარჩენების განთავსებისთვის ახალი უჯრედის გამოყოფა, რომელიც ანალოგიური პრინციპით ფუნქციონირებს გარკვეული ვადით.