გარემოს დაცვა – თანამედროვე ტექნოლოგიები ეფექტურად იცავენ გრუნტისა და ზედაპირულ წყლებს
აბინძურებს თუ არა თანამედროვე პოლიგონი მიწისქვეშა წყლებს?
არა! რატომ?ნაგავსაყრელს ჩაღრმავებული ფორმა აქვს. პოლიგონის სიღრმეში მოწყობილია რამოდენიმე დამცავი ფენა, რაც უზრუნველყოფს ნაჟური წყლების ნიადაგში გაჟონვის თავიდან აცილებას. ნაგავსაყრელზე დაგროვილი ნაჟური წყლები არხების საშუალებით გაედინება პოლიგონის სიახლოვეს სპეციალურ ავზებში, რომლებიც ასევე გეომემბრანითაა მოწყობილი. ავზში ჩამდინარი წყლები იწმინდება ეფექტური დასუფთავების ტექნოლოგიის მეშვეობით რასაც „რევერსული ოსმოსი“ ეწოდება. წყლის გამოხდის პროცესი ითვალისწინებს გერმანულ რეგულაციებს.
ნაგავსაყრელის სრული ჰერმეტიზაცია – ტექნოლოგიური ეტაპები
ტექნოლოგია, რომელიც დღესდღეობით დამცავი ფენებისა და ნაგავსაყრელზე მიწის სიღრმეში ნაჟური წყლების სადრენაჟო სისტემების მოსაწყობად გამოიყენება, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებულად არის აპრობირებული.