კომენტარები სკოპინგ ანგარიშზე
რა გზით წარვადგინო შენიშვნები სკოპინგის ანგარიშზე?
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენა, რათა ისინი სათანადოდ იქნას გავითვალისწინებული. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს სკოპინგის ინფორმაციაზე წვდომისა და შენიშვნების წარმოდგენის შესაძლებლობას მითითებული ბმულების საშუალებით:
სკოპინგის ანგარიშის ჩამოტვირთვა: სკოპინგის ანგარიში.pdf
შენიშვნების ფორმის ჩამოტვირთვა: შენიშვნების ფორმა.docx
შენიშვნების შევსებული ფორმა შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@waste.gov.ge
2020 წლის 25 დეკემბრამდე შემოსულ ყველა შენიშვნას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განსახილველად წარუდგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მის მიერ სკოპინგის დასკვნის გაცემამდე. თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ საკუთარი მოსაზრებები პირდაპირ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნოთ მას შემდეგ, რაც სამინისტრო ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.
სპეციალური შენიშვნა, COVID-19-ის პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით:
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების, Webex-ის აპლიკაციის გამოყენებით (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე). საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.