პროექტის სტატუსი
პროექტის განხორციელების პროცესი
- დეტალური დიზაინი. დაწყებულია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის დეტალური დიზაინის (პროექტის) მომზადება;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი (გზშ) დაწყებულია. დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება სკოპინგის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები და კომენტარები;
- სკოპინგის დასკვნა. 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მიღებულ იქნა სკოპინგის დასკვნა;
- შეხვედრები მოსახლეობასთან. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად გათვალისწინებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები. მათ სკოპინგის ანგარიშისა და პროექტის მიმდინარეობის დეტალები სკოპინგის საჯარო განხილვების ფარგლებში განემარტათ.
- სკოპინგის ანგარიში. 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში სკოპინგის ანგარიში ოფიციალურად წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;