დასუფთავების აქცია ქუთაისში
waste_gov_en 2018-03-22T07:20:58+00:0020/03/2018 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალურ სერვისებთან" ერთად ქუთაისში დასუფთავების აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დასუფთავების აქციას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი [...]