waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 366 blog entries.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს საჯარო განხილვა

2014-03-18T15:30:22+00:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნის ისეთი ღონისძიებების დანერგვას, [...]

თელავის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა

2014-03-04T15:29:01+00:00

პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენების გადაფარვა მოხდება. ამასთან, პერმანენტულად ხდება გადანაყრებისა და საიზოლაციო ფენის შემკვრივება ვიბროსატკეპნის მეშვეობით. თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა. ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და [...]

დავით ნარმანიამ, გიორგი შუხოშვილმა და KfW-ს წარმომადგენლებმა 22 მილიონი ევროს განკარგვის შესახებ „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი

2017-04-19T01:34:45+00:00

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.  მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის მიზნით შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური [...]

„განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი

2014-03-02T22:34:10+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რომლის პირობების ფარგლებშიც მოხდება პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 22 მილიონი ევროს განკარგვა. „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 [...]

ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით EBRD 14 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს

2014-02-14T15:26:30+00:00

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებასა და სამუშაოების მაღალკვალიფიციურ შესრულებაში. შესაბამის ხელშეკრულებაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალციხის განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

2014-01-02T22:32:52+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი გახსნეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ახალციხის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი კომპანიას საკუთრებაში 2013 წლის 10 ივლისს გადაეცა. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს „ალიანსმა“ [...]

სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

2013-12-30T12:03:20+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საჩუქარი მიუსაფრებს

2013-12-24T22:31:35+00:00

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა მოსკოვის გამზირზე მიუსაფართათვის მოწყობილ თავშესაფარში მცხოვრებ პირებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა მოსკოვის გამზირზე მიუსაფართათვის მოწყობილ თავშესაფარში მცხოვრებ პირებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა მოსკოვის გამზირზე მიუსაფართათვის მოწყობილ თავშესაფარში მცხოვრებ პირებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ქუთაისში მდებარე ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში

2013-09-09T12:01:25+00:00

ქ. ქუთაისის პოლიგონი განთავსებულია ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას ქუჩის გასწვრივ. ფართობი შეადგენს 150962,28 კვ/მ-ს. აღნიშნული ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა და მისი მოწესრიგება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ვიზუალური დაკვირვებით ჩანს, რომ ნარჩენები ქაოსურად, უწესრიგოდ არის განთავსებული; რის გამოც ფართობი თითქმის ბოლომდეა ათვისებული, [...]

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

2013-08-09T11:58:35+00:00

კომპანიის მისიაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელების (პოლიგონების) მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუნიციპალური ნარჩენების 54 პოლიგონის მართვა; ახალი სანიტარული პოლიგონების მშენებლობა ევროკავშირის გარემოსდაცვითი და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად; ახალი რეგიონული სანიტარული პოლიგონების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, არსებული პოლიგონების ეტაპობრივი დახურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის მიზანი არსებულ პოლიგონებზე (გარდა ქ. [...]

დუშეთის ნაგავსაყრელზე რისკების შემცირების სამუშაოები მიმდინარეობს

2013-07-25T11:57:08+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად, დუშეთის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლოატაციო სამუშაოები დაათვალიერა. დუშეთის ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად მყარი ნარჩენების კომპანია მოახდენს ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების მიზვინვას პოლიგონის სიღრმეში, კომპაქტურად დატკეპვნასა და საიზოლაციო ფენებით დაფარვას; ნაგავსაყრელების გარშემო არაორგანიზებულად დაყრილი ნარჩენების პოლიგონის საზღვრებში შეგროვებას; მისასვლელი გზის მოხრეშვასა [...]

შვედი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

2013-07-04T11:55:42+00:00

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში „სტუმრად იმყოფებიან შვედი ექსპერტები, რომლებიც კომპანიას უწევენ ტექნიკურ დახმარებას. მათი ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებს ქ.ხაშურის, დაბა ბაკურიანისა, და სხვა არსებულ ნაგავსაყრელებზე რისკების შეფასებას. ასევე ნაგავსაყრელებზე საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილეობის მიღებას.