მცხეთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
waste_gov_en 2023-07-03T10:07:45+00:00პროექტის - "ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები - ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა” - ფარგლებში, მცხეთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მთავარი მიზანი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების ადგილმდებარეობების შერჩევის ტექნიკური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა იყო. ამასთანავე, [...]