waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 357 blog entries.

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

2022-05-02T15:15:41+00:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში გამოაქვეყნა. სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში ხელმისაწმვდომია ბმულზე. სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 [...]

ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპონენტის ანგარიშის წარდგენა

2022-03-31T20:59:41+00:00

31/03/2022 -“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დამხმარე ღონისძიებების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ (PEM CONSULT), საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად,  საპროექტო რეგიონების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, საკონსულტაციო მომსახურების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს” გერმანიის რეკონსტრუქციის [...]

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით ზუგდიდში ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყება

2022-03-25T11:02:23+00:00

22/03/2022 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით (სესხისა და გრანტის ოდენობა [...]

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

2022-03-16T10:55:36+00:00

11/03/2022 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა გაიმართა. მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კომიტეტი შეიქმნა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის ბაზაზე, მათ შორის [...]

არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების აშენების შემდეგ ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება

2022-02-18T19:29:57+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელი და ახალი  რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორია დაათვალიერა. დაგეგმილი ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო კონცეფცია ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა გააცნო. „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II - კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ფარგლებში, ზუგდიდში ახალი [...]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, კახეთის პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მორიგი შეხვედრა გაიმართა

2022-02-18T17:41:41+00:00

17/02/2022 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვედებარებაში არსებულმა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული ახალი მიდგომის “ინფორმირება-მოწვევა-ჩართვის” ფარგლებში, კახეთის რეგიონისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი, წინასწარი კვლევების შედეგად შერჩეული, სავარაუდო ადგილმდებარეობების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის საწყისი ეტაპიდანვე [...]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე

2022-02-17T13:59:01+00:00

17/02/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ორგანიზებით, კახეთის რეგიონისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი, წინასწარი კვლევების შედეგად შერჩეული  სავარაუდო ადგილმდებარეობების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი მოინახულეს. აღნიშნული ვიზიტი გაიმართა კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის [...]

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი განახლდა

2022-04-12T09:03:47+00:00

10/02/2022 დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუციის საკრედიტო ბანკი (KfW) შესყიდვის No. 507997 BMZ no: 2015 68 260 შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის [...]

წყალტუბოს სოფლების მოსახლეობასთან ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა

2022-02-03T12:04:57+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვედებარებაში არსებულმა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას,  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადებული, ახლი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და მიგნებები წარუდგინა.  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილეები, მზია გიორგობიანი და კობა [...]

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე

2022-02-03T18:07:15+00:00

02/02/2022 - შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ორგანიზებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებლი ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი, საერთაშორისო (ევროპული) სტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი მოინახულეს. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ვიზიტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია [...]

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი ჩაიშალა

2022-02-10T10:11:02+00:00

31.01.2022წ დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუციის საკრედიტო ბანკი (KfW) შესყიდვის No. 500775 BMZ no: 2015 68 260 შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიგნებები მოსახლეობას გააცნეს

2022-01-25T09:34:33+00:00

27/12/2021 - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების  (გზშ) მიგნებების შესახებ ანგარიში გააცნო (ანგარიშის მოკლე მიმოხილვის ბროშურა აქ). საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა და კონსულტანტებმა შეხვედრის მონაწილეებს [...]