ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ
waste_gov_en 2024-02-01T10:47:42+00:0010/09/2022- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო. პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით [...]

