„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს საჯარო განხილვა

„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს საჯარო განხილვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნარჩენების მართვის კოდექსი”-ს საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნის ისეთი ღონისძიებების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით განთავსებას და დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას და გარემოსა და ადამიანის ჯამრთელობაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. „ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის ხელშეწყობით, ნარჩენების მართვის Twinning- ის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. საჯარო განხილვაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა მოისმინეს არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და წინადადებები.

2014-03-18T15:30:22+00:00