„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

30/07/2020 -„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქეტის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა სოფელ შავსაყდრისა და წინწყაროს მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ახალი რეგიონული ობიექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებების მოსმენა იყო.

პროექტის ფარგლებში, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისთვის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) დაგეგმილია ახალი, რეგიონული, ევროსტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა.  ახალი ობიექტი  200 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.  პროექტი ასევე ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტების  ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, რაც უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას და რეგიონში გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს.  ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. რეგიონში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რაც მოსახლეობის გარემო და საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HPC AG და მისი  ადგილობრივი  პარტნიორი – პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG.

2020-07-31T08:20:15+00:00