იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 19 მაისს გაიმართება (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 19 მაისს გაიმართება (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, იმერეთისა და  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 19 მაისს, 11:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მუხიანის ადმინისტრაციულ შენობაში.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში ხელმისაწმვდომია ბმულზე.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

შეგახსებთ, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, იმერეთისა და  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  სკოპინგის ანგარიში  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, 2022 წლის 12 აპრილს წარადგინა. სამინისტროსგან წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად სკოპინგის ანგარიში განახლდა 2022 წლის 27 აპრილს.

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი” მოიცავს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სისტემის მოწყობასა და მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული სისტემა სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება (მათ შორის “ნიკეას” ნაგავსაყრელი). პროექტის შედეგად მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები საპროექტო რეგიონებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

2022-05-02T15:14:24+00:00