კომპანიის მენეჯმენტი
მოკლე რეზიუმე
გიორგი შუხოშვილი (28 ოქტომბერი, 1973, თბილისი) – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი 2013 წლის იანვრიდან
1996 – 2002 წლებში იყო შპს ,,ჰერბესი“ -ს მენეჯერი, ხოლო 2001 წელს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტაჟიორი. 2003 წელს მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ექსპერტ – კონსულტანტად. 2003 – 2008 წლებში ეკავა შპს ,,ჰერბეს“ -ის დირექტორის თანამდებობა. 2008 – 2011 წლებში იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ. „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დირექტორი. 2011-2012 წლებში ეკავა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ. „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დირექტორის თანამდებობა. 2012 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ. „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დირექტორის მოადგილე.
განათლება:
1995 წელს, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. არის ეკონომიკის მაგისტრი.
მოკლე რეზიუმე
ანდრია დვალი (25 სექტემბერი, 1972, თბილისი) – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილე 2013 წლის თებერვლიდან
1995 – 1997 წლებში იყო შპს. ,,ფერო-95“ -ის, ხოლო 1997 – 1998 წლებში სსიპ. ,,საქლითონი“ -ს ეკონომისტი. 1998 – 1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის სამმართველოს ანალიზის განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 1999 -2000 წლებში იკავებდა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის სამმართველოს ანალიზის განყოფილების უფროსის თანამდებობას. 2000 – 2004 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ხოლო 2004 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოწვეული სპეციალისტი. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 2005 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დეპარტამენტის ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. 2007 – 2009 წლებში ეკავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2009 – 2012 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს უფროსად.
განათლება:
1995 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი.
მოკლე რეზიუმე
დავით ჭავჭანიძე (18 სექტემბერი, 1960, თბილისი) – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილე 2013 წლის თებერვლიდან
1977 – 1978 წლებში იყო თბილისის ლენინის რაიონის დოსააფის ტექნიკოსი. 1984 – 1986 წლებში მუშაობდა თბილისის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამმართველოში ინჟინრად. 1986 – 1990 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის საფინანსო განყოფილების გამგე, ხოლო 1993 – 1998 წლებში კომერციული ბანკი „არმაზი’’ -ს მმართველი. 1990 – 1993 წლებში მუშაობდა კავკასიის ბირჟის ბროკერად, 1998 – 1999 წლებში კი, საქართველოს „საზღვაო ბანკი’’-ს კონსულტანტად. 1999 – 2001 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ხოლო 2001 – 2004 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ენერგო ზედამხედველობის ფინანსისტი. 2004 – 2012 წლებში მუშაობდა საქართველოს ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის მთავარ ეკონომისტად. 2006 – 2008 წლებში ეკავა შპს. ,,კომპორტი“ -ს საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2010 – 2012 წლებში იყო შპს ,,გეოსერვის პლიუსი“ -ს ფინანსური მენეჯერი, ხოლო 2008 – 2010 წლებში შპს. ,,სენატა პეტროლიუმი“ -ს მენეჯერი.
განათლება
1984 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი.
მოკლე რეზიუმე
ვახტანგ ბარამია ( 28 იანვარი, 1977, თბილისი) – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილე 2014 წლის ივლისიდან
1999 – 2002 წლებში იყო კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ფულად -საკრედიტო და საფინანსო ურთიერთობების კათედრის წამყვანი და პირველი კატეგორიის სპეციალისტი, 2005-2008 წლებში საქართველოში უკრაინის საელჩოს მეორე მდივანი. 2010 – 2013 წლებში იყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთქმედებისა და საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის სამმართველოს პირველი მდივნის თანამდებობაზე. 2014 წელს მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლად.
განათლება:
1998 წელს, დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი;
1998- 2002 წელს, გახდა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
მოკლე რეზიუმე
ლაშა ხოფერია (15 ოქტომბერი, 1969, თბილისი) – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი 2020 წლის იანვრიდან
1992-1995 წლებში იყო სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის განყოფილების უფროსი. 1995-2003 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში იკავებდა ბანკების განყოფილების უფროსის თანამდებობას. 2003-2006 წლებში იყო სს“სახალხო ბანკის“ დირექტორი. 2006-2009 წლებში იკავებდა სს ბანკი „ქართუს“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2010-2011 წლებში დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2012-2014 წლებში მუშაობდა შპს მისო „კონტინენტალ სითი კრედიტის“ ფინანსურ დირექტორად, ხოლო 2014-2015 წლებში იყო სს“კაპიტალ ბანკის“ გენერალური დირექტორი. 2013-2015 წლებში ლექციებს კითხულობდა ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში თემაზე – შიდა აუდიტი კომერციულ ბანკებში. 2016 წლის განმავლობაში იკავებდა დირექტორის თანამდებობას შპს“გეო ტექში“. ასევე, იყო ასოციაცია CSR Network Georgia-ს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2016 წელს მუშაობდა შპს „ნეო ჯგუფში“ ბიზნესის განვითარების მენეჯერად. 2017 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იკავებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. 2018 წლიდან დღემდე არის ააიპ“საქ.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ტრენერი. ასევე, არის საქართველოს ტრენერთა ასოციაციის წევრი.
განათლება:
1992 წელს დაამთვრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998 წელს კი თბილისის სამართლისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.