საერთაშორისო პროექტები

საერთაშორისო პროექტები 2018-01-30T07:47:26+00:00

საერთაშორისო პროექტები - განაცხადები, გადაწყვეტილებები, განხორციელების სტატუსი, დასრულებული პროექტები

მიმდინარე საერთაშორისო პროექტები

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი

პროექტის დასახელება:“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი”

პროექტის შედეგი:  პროექტი ითვალისწინებს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთის რეგიონებში.  პროექტი მოიცავს იმერეთის რეგიონში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ქუთაისში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვების, ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის  გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის დანერგვას და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების  საწარმოს მოწყობას.

სამიზნე რეგიონი: ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, 16 მუნიციპალიტეტი, 700 000 მოქალაქე

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015-2019

დონორები / დაფინანსება: KfW: სესხი 20 მილიონი ევრო. ევროკავშირის სამეზობლო  საინვესტიციო ფონდი (NIF): გრანტი, 2 მილიონი ევრო ტექნიკური მხარდაჭერისთვის.  საქართველოს მთავრობა: 4 მილიონი ევრო . საერთო ბიუჯეტი: 26 მილიონი ევრო

პროექტის სტატუსი:განხორციელებული სამუშაოები:  1. ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  2. გაფორმდა სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები3.  3.გაფორმდა განსაკუთრებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებისა და გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე.  4. ჩატარდა ორეტაპიანი ტენდერი, რომლის საფუძველზეც შეირჩა პროექტის განმახორციელებელი ღონისძიებების კონსულტანტი (გერმანული საკონსულტაციო კომპანია ERM) და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM)  5. პროექტის განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში შერჩეული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ხორციელდება კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა, რომლის დამტკიცებისა და სამშენებლო ნაწილზე გამოცხადებული სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება ნაგავსაყრელის მშენებლობის ეტაპი. მშენებლობის პროცესი 2019 წელს დასრულდება.

[/table]

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი

 

პროექტის დასახელება: ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი

პროექტის შედეგები: მარნეულში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელისა და გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა ქვემო ქართლის რეგიონში. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ყველა ჩართული მხარის შესაძლებლობების გაძლიერება.  (მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები და დაინტერესებული მხარეები).

სამიზნე რეგიონი: ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის რეგიონს.

სამიზნე ჯგუფი/ პროექტის ბენეფიციარები: შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“; ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტი: წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და ბოლნისი.

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015-2019

დონორები/დაფინანსება: EBRD: 7 მილიონი ევრო (სესხი) ; SIDA: გრანტი 3 მილიონი ევრო ადგილობრივი კონტრიბუცია: 1,5 მილიონი ევრო.

პროექტის სტატუსი:განხორციელდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. გაფორმდა ხელშეკრულებები საკონსულტაციო კომპანიებთან. მიმდინარეობს ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიის შერჩევის პროცესი. პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წელს. ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება 2018 წელს. განმახორციელებელმა კონსულტანტმა კომპანიამ (HPC HARRESS PICKEL CONSULT AG) მოამზადა სასწავლო გეგმა. დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტმა კომპანიამ (SEURECA) მოამზადა სამუშაო ანგარიში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროგრამა (CDP)

[/table]

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში

 

პროექტის დასახელება: ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში

პროექტის შედეგები: პროგრამა  ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ ხელს შეუწყობს  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების, ბიზნესებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობას, იმისათვის რათა დაინერგოს ინტეგრირებული მართვის სისტემა ორ სამიზნე რეგიონში კახეთისა და აჭარის რეგიონებში

სამიზნე რეგიონები: კახეთისა და აჭარის რეგიონები

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: მინიტიპალიტეტები, კერძო სექტორი, მოქალაქეები სამიზნე რეგიონებში

პროექტის ხანგრძლივობა: 2014-2018

დონორები/დაფინანსება: USAID: 4.7 მილიონი ევრო

ეხლანდელი სტატუსი:პროექტის აქტივობები დაიწყო 2014 წელს

[/table]

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი  (დაგეგმილი)

პროექტის დასახელება: კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი

პროექტის შედეგები: კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მოიცავს ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობასა და  რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური  პირობების გაუმჯობესებას. პროექტის დასრულების პერიოდი 2019-2020 წლებშია ნავარაუდევი.

სამიზნე რეგიონები: კახეთისა და ზემო სვანეთის რეგიონები

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: საქართველოს მყარი ნარაჩენების მართვის კომპანია; 7 მუნიციპალიტეტი:   მესტია, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ფოთი (სამეგრელო ზემო სვანეთი) ; 7 მუნიციპალიტეტი ახმეტა, გურჯაანი დედოფლისწყარო, თელავი,  ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, (კახეთი)

პროექტის ხანგრძლივობა:  2019-2020

დონორები/დაფინანსება: სესხის სავარაუდო მოცულობა – 30 მილიონი ევრო (KfW); გრანტის სავარაუდო მოცულობა – 3 მილიონი ევრო;  ადგილობრივი კონტრიბუციის სავარაუდო მოცულობა – 5 მილიონი ევრო

პროექტის სტატუსი: პროექტის აქტივობები დაიწყო 2014 წელს. 2014 წლის 3 ივნისს, გერმანული განვითარების ბანკისა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 800 000 ევრო გრანტის გადაცემის თაობაზე. ამ თანხით დაფინანსდა ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის მომზადება, რომელიც შემუშავებულ იქნა გერმანული კომპანია  Infrastruktur&Umwelt -ის მიერ. ამჟამად განიხილება და დადგინდება ახალი ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა.

[/table]

განხორციელებული საერთაშორისო პროექტები

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მყარი ნარჩენების მართვაში 

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: საქართველოში არსებული ნაგავსაყრელებიდან გაზის შეგროვების მეთოდოლოგიის დანერგვა და განხორციელება

პროექტის შედეგები: ახალი რეგიონალური ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით შემუშავდა კომპანიის სამოქმედო გეგმა;  ნაგავსაყრელის დახურვის გეგმაზე დაყრდნობით,  მომზადდა არსებულ ნაგავსაყრელებზე სრისკების შეფასების დოკუმენტი

სამიზნე რეგიონი: საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის  ცენტრალური ოფისი

სამიზნე ჯგუფი/პროექტის ბენეფიციარები: შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტის ხანგრძლივობა:2012-2013

დონორები/დაფინანსება:შვედური საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პროექტის სტატუსი:დასრულებული

[/table]

ნაგავსაყრელებზე გაზის შეგროვების  მეთოდოლოგიის შემუშავება და  დანერგვა – INOGATE

[table  th=”false” colwidth=”300|800″ colalign=”right|left”]

პროექტის დასახელება: “საქართველოში არსებული ნაგავსაყრელებიდან გაზის შეგროვების მეთოდოლოგიის დანერგვა და განხორციელება”

პროექტის შედეგები: ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა მეთოდოლოგია საქართველოში  ბიო-გაზის პოტენციური მოპოვების შესახებ; კომპანიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სესიები ბიო-გაზის მონიტორინგის შესახებ

სამიზნე რეგიონი:  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ცენტრალური ოფისი

სამიზნე ჯგუფი / პროექტის ბენეფიციარები: შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტის ხანგრძლივობა:პროექტის ხანგრძლივობა:  მარტი-ნოემბერი  2014

დონორები/ დაფინანსება:  ევროპული გაერთიანება (INOGATE)

პროექტის სტატუსი: დასრულებული

[/table]