ნაგავსაყრელების მართვა
ნაგავსაყრელის მართვის თანამედროვე პრინციპები
იმისათვის, რომ ნაგავსაყრელმა სტანდარტების შესაბამისად იმუშაოს და შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება, საჭიროა გარკვეული პრინციპების, წესებისა და რესურსების არსებობა როგორებიცაა: ადამიანური და ფინანსური რესურსები, ცოდნა და შესაბამისი კვალიფიკაცია.
წარსულში მუნიციპალიტეტები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო რესურსით ნარჩენების მართვის სფეროში. შედეგად მივიღეთ არაორგანიზებულად მართული ნაგავსაყრელები, რომლებიც ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაგავსაყრელები იმართება თანმიმდევრულად და წესების სრული დაცვით. ნაგავსაყრელებზე სრულად კონტროლდება მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ნარჩენის ტიპი და რაოდენობა. ამ დრომდე, კეთილმოწყობილი ნაგავსაყრელები იმართება მკაცრად დადგენილი რეგულაციების თანახმად:
- ნაგავსაყრელზე მუდმივად არის მინიმუმ ორი თანამშრომელი : ნარჩენების მიმღები და მუხლუხას მძღოლი.
- კონტროლდება ნაგავსაყრელზე შემოსული ყველა ნაგავმზიდი – ხდება შემოსული ნარჩენის ტიპისა და რაოდენობის რეგულარული აღრიცხვა და მონაცემების გადაცემა სათაო ოფისისთვის.
- ზუსტი მონაცემების არსებობისთვის, ყველა ინფორმაცია რეგისტრირდება მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში
- ნარჩენები რეგულარულად იფარება საიზოლაციო ფენით
- ნაგავსაყრელი და მისი მიმდებარე ტერიტორია ქარის მიერ მიმოფანტული ნარჩენისგან რეგულარულად იწმინდება