ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა

ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა 2024-04-10T09:14:16+00:00

ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა

ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა და დახურვა

კომპანიამ საჭიროებების შესაბამისად შეიმუშავა ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის/დახურვის სქემა  კომპანიის მმართველობაში არსებულ თითოეული ნაგავსაყრელისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გეგმები ერთმანეთისაგან განსხვავდება, არსებობს საჭირო სამუშაოები, რომლებიც ყველა ნაგავსაყრელზე უნდა განხორციელდეს:

  • ნარჩენების დაპრესვა და რეგულარული გადაფარვა თიხოვანი გრუნტის საიზოლაციო ფენით
  • გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობა (მისასვლელი გზა, საკონტროლო პუნქტი, სამანქანო სასწორი, ღობე, წყლის დრენაჟის სისტემა)
  • ნაგავსაყრელზე მიწის მარაგის უზრუნველყოფა ნარჩენების ყოველდღიური გადაფარვის მიზნით
  •  თითოეულ ნაგავსაყრელზე  სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დანიშვნა და  საჭირო ტექნიკის გამოყოფა.

წარსულის ნარჩენებისგან გათავისუფლება

რეაბილიტაციამდე, მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ნარჩენები დიდ ტერიტორიაზე იყო უკონტროლოდ მიმოფანტული. შესაბამისად, პირველ ეტაპზე მთავარ ამოცანას ნარჩენის მოსწორება, დაპრესვა და მათი საიზოლაციო ფენით გადაფარვა წარმოადგენდა.

ტყიბულის ძველი ნაგავსაყრელის გასუფთავების სამუშაოები

811005457_619626174737175_2094216974_n

სამანქანე სასწორები

სამანქანე სასწორი უზრუნველყოფს სიზუსტეს - ნარჩენის შემომტანმა ზუსტად იცის რისთვის იხდის საფასურს. მუნიციპალიტეტებს კი შეუძლიათ შეიმუშაონ ნარჩენების შემცირების გეგმა, რადგან იციან მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენის ზუსტი რაოდენობა.

თელავის ახალი სასწორის ხიდი

23810257424_269258159926597_8795185077781658502_n

ზედაპირული და ნაჟური წყლების მართვა

კეთილმოწყობილ ნაგავსაყრელებზე მოეწყო ზედაპირული წყლების მართვის არხები, ასევე ,სადრენაჟო სისტემები, რომლებიც დაბინძურებისგან იცავს ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს.

წყლის არხის მოწყობა სამტრედიაში

Samtredia_3

ნარჩენების თიხნარი მიწით გადაფარვა

კეთილმოწყობილ ნაგავსაყრელებზე განთავსებულია მიწის მარაგები შემოსული ნარჩენის რეგულარულად გადასაფარად.

მიწის მარაგები დუშეთის ნაგავსაყრელზე

35910818416_888144971218626_830552030490697477_o

ნაგავსაყრელის ტექნიკური და შიდა ინფრასტრუქტურა

ღობეები ნაგავსაყრელებს იცავს „მქექავებისა“ და ცხოველების შიდა ტერიტორიაზე მოხვედრისაგან. ნაგავსაყრელზე შემოსული ნარჩენის რაოდენობა შესასვლელიდან კონტროლდება.

მცხეთის ნაგავსაყრელის შესასვლელი

mtskheta2

გზების მოწყობა

რეაბილიტირებული მისასვლელი და შიდა გზები ნაგავსაყრელისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, გამართულად ფუნქციონირებისათვის რადგან, ნაგავსაყრელი წელიწადის 365 დღე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

წნორის ნაგავსაყრელის შიდა გზები

DSC_1

ნაპირდაცვა

ზოგიერთი არსებული ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელი მდინარის ახლოს მდებარეობს, რის გამოც ძლიერი ქარისა ან წვიმის დროს ნარჩენები ხვდებოდა წყალში. ნაგავსაყრელებზე მოწყობილი ნაპირდამცავი გაბიონები და ბერმები მდინარეებს ნარჩენების ჩარეცხვისაგან იცავს.

ქუთაისის ნაგავსაყრელის ნაპირდაცვა

IMG_5553

ტექნიკა და თანამშრომლები

ნაგავსაყრელებზე მუდმივად არის მინიმუმ ორი თანამშრომელი. კეთილმოწყობილი ნაგავსაყრელები აღჭურვილია სპეც-ტექნიკით, რომლის საშუალებითაც ნარჩენების გადაფარვა რეგულარულად ხდება .

თერჯოლის ნაგავსაყრელის ნარჩენების მიმღები და მუხლუხოს მძღოლი

P1010037