გადამტვირთი სადგურები
გადამტვირთი სადგურები – მუნიციპალიტეტებისა და ნაგავსაყრელების დამაკავშირებელი რგოლი
ზოგიერთი არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურა და ნარჩენების განთავსების უფრო ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით, ადგილზე მოეწყო გადამტვირთი სადგურები. მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდ კონტეინერში იპრესება. კონტეინერში განთავსებული ნარჩენის ტრანსპორტირება ხდება რეგულარულად ახლოს მდებარე კეთილმოწყობილ ნაგავსაყრელზე.
კომპანიამ უკვე მოაწყო 5 გადამტვირთი სადგური ( ყვარელი, ურეკი, მანგლისი-წალკა, ბორჯომ-ბაკურიანი, მესტია). მომავალში, გადამტვირთი სადგურების მნიშვნელობა უფრო მეტად გაიზრდება, როდესაც ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები აშენდება, რომლებიც დღევანდელთან შედარებით უფრო მეტ მუნიციპალიტეტს მოემსახურება.