ახალი ნაგავსაყრელები

ახალი ნაგავსაყრელები 2017-04-19T01:34:36+00:00

რეგიონული ნაგავსაყრელები-საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის სისტემის მომავალი სტრუქტურა

Regional_Landfills_Structure-01

გრაფიკული რუკა აღწერს გადამტვირთი სადგურების ქსელს, რომელიც განთავსდება ქუთაისის ახლოს დაგეგმილ რეგიონულ ნაგავსაყრელზე.

რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები

ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთი სადგურების მოწყობა, სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოში  მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების მსგავსი სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. დადებითი მხარეები:

  • დიდი ნაგავსაყრელების შედარებით მცირე რაოდენობით აშენება, რაც გარემოს დაცვას ეფექტურად უზრუნველყოფს, შეამცირებს მთლიან საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯებს.
  • მუნიციპალიტეტების ჩართულობა ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში, უფრო მარტივსა და ეფექტურს  გახდის ნარჩენების გადამუშავების სისტემის დანერგვას ფართო მასშტაბით.

 

ახალი სტრატეგია-  არსებული 53 მუნიციპალური ნაგავსაყრელის 8-10 ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელებით ჩანაცვლება

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის უმთავრესი მისია შემდგომში მდგომარეობს: ყველა ყოფილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომლებიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს, ჩანაცვლდეს რეგიონული ნაგავსაყრელების სისტემითა და ერთმანეთთან დაკავშირებული გადამტვირთი სადგურების ქსელით. არსებული მუნიციპალური ნაგასაყრელების ნაწილი დაიხურება, ნაწილი კი გადამტვირთ სადგურად იქცევა. დღესდღეობით, ოთხ რეგიონულ ნაგავსაყრელზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე – ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და პროექტის განხორციელების დაგეგმარება. ეს რეგიონებია: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები, ქვემო ქართლის რეგიონი, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები. რაც შეეხება, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში დაგეგმილი რეგიონული ნაგავსაყრელების განთავსების საკითხს, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, თუ რომელი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით განხორციელდება, შესაბამისად, ჯერ-ჯერობით არ დაგეგმილა მოსამზადებელი სამუშაოებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელება