როლები და პასუხისმგებლობები – მოქალაქეები, მუნიციპალიტეტები და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
9 ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი 68 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2,9 მილიონ მოსახლეს მოემსახურება
ახალი, ეროვნული ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც ეფუძნება რეგიონული ნაგავსაყრელებისა და გადამზიდი სადგურების ქსელურ მიდგომას, საქართველოს მოსახლეობის 65% მოემსახურება, რაც ჯამში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია( ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ წარმოადგენს აღნიშნული სისტემის ნაწილს), რაც მთლიანი მოსახლეობის 35%- ია, ჯამში კი მიახლოვებით 1,5 ადამიანი.
საზოგადოებისა და კერძო სექტორის როლი და პასუხისმგებლობები
მოქალაქეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ნარჩენების მართვის სქემის საწყისი რგოლია, რადგან სწორედ ისინი წარმოქმნიან ნარჩენს. მათი უპირველესი პასუხისმგებლობა ნარჩენების თავიდან არიდებაა. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა წარმოქმნილი ნარჩენის შესამცირებლად. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკული ცხრილი აღწერს ძირითად პრინციპს, რომელიც ნარჩენების მართვის შესახებ დამტკიცებულ ევროდირექტივას 2008/98 ასახავს: შემცირება – ხელახალი გამოყენება – გადამუშავება.
მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგებლობა
მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან მოახდინონ ნარჩენების შეგროვება და მათი ტრანსპორტირება მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ბალანსზე არსებულ ნაგავსაყრელზე შემდგომი განთავსებისთვის.რეგიონული ნაგავსაყრელების ახალი სისტემის დანერგვასა და სამომავლოდ ნარჩენების დახარისხებისა თუ გადამუშავებაში მუნიციპალიტეტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული უნდა იქნას შემდეგი ამოცანები და აქტივობები:
- საჭიროა შემუშავდეს ნარჩენების მართვის გეგმა თითოეული მუნიციპალიტეტისათვის
- აუცილებელია უწყვეტი საკომუნიკაციო ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება,განათლება და მათი ჩართვა ნარჩენების დახარისხების სფეროში.
- საჭიროა ნარჩენების შეგროვების რეალური ხარჯების სწორი გამოთვლა და ეფექტური ტარიფის დადგენა.
მუნიციპალიტეტები მიიღებენ მხარდაჭერას მყარი ნარჩენების კომპანიისგან,რაც გამოიხატება ტექნიკური დახმარების უზრუველყოფით იმ კომპანიებისგან რომლებიც ახალ რეგიონულ ნარჩენების მართვის სისტემას ნერგავენ მყარი ნარჩენების კომპანიის სახელით საქართველოს ყველა რეგიონში.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის როლი და პასუხისმგებლობა
საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიას შემდეგი სახის ამოცანები და პასუხისმგებლობები გააჩნია:
- 7 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა
- მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ნარჩენების მართვის სერვისის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით
- ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონში ახალი სისტემის ეფექტურად დანერგვის მიზნით
- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მიზნით