ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
waste_gov_en 2015-11-20T08:16:29+00:00ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიზესთან ერთად დაათვალიერა. შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა [...]

