ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონისთვის
ქვემო ქართლის რეგიონში ნარჩენების მართვის პროექტი მიზნად ისახავს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, საქართველოს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ევროკავშირის სტანდარტები), რაც ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია.
ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის გარდა მუნიციპალიტეტები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ყოველივე ზემოაღნიშნული მკვეთრად გააუმჯობესებს რეგიონში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა (რომელიც მოემსახურება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს) საქართველოს და საერთაშორისო (ევროკავშირის) სტანდარტების შესაბამისად;
- მუნიციპალიტეტები აღიჭურვება ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების საშუალებები.