ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონისთვის

ქვემო ქართლი — პროექტის მოკლე აღწერა 2020-12-16T09:32:40+00:00

პროექტის მოკლე აღწერა

პროექტის სახელწოდება: ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი

პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს პროექტს „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი“.

პროექტის სავარაუდო ბიუჯეტია 11.1 მილიონი ევრო:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხი – 7 მილიონი ევრო
  • შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის (SIDA) გრანტი -3 მილიონი ევრო
  • შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის (SIDA) ტექნიკური დახმარება  -1.1 მილიონი ევრო

პროექტი ითვალისწინებს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას თეთრიწყაროს მუნიცპალიტეტში. პროექტის მიზანია რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზით, რაც გულისხმობს:

  • ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობას საქართველოს და საერთაშორისო (ევროკავშირის) სტანდარტების შესაბამისად;
  • მუნიციპალიტეტების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ქუჩების დასუფთავების, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის

პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის (SIDA)  ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისად, ხელმძღვანელობს როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს სტანდარტებით.

რა დადებითი ზემოქმედება ექნება პროექტს?

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის არსებული ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დაიხურება. ნარჩენების განთავსების ახალი, თანამედროვე ობიექტის მოწყობით, რეგიონში საგრძნობლად გაუმჯობესდება გარემო და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები:

  • ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და შემდგომში ოპერირების პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება;
  • პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე სიტემის/პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
  •  პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გარემოს ნარჩენებით  დაბინძურების შემცირებაში. შესაბამისად, უარყოფითი ზემოქმედება ნიადაგისა და წყლის რესურსებზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი;
  • პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ნარჩენების მართვის სექტორიდან, კერძოდ, ნარჩენების განთავსების ობიექტიდან, სათბური აირების რაოდენობის შემცირებას;
  • პროექტი მომავალში შექმნის ნარჩენებიდან წარმოქმნილი გაზიდან ელექტროენერგიის მიღების ტექნიკურ საფუძველს;