ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონისთვის

ქვემო ქართლი — პროექტის სტატუსი 2021-02-17T12:16:51+00:00

პროექტის სტატუსი

პროექტის განხორციელების პროცესი

  • დეტალური დიზაინი. დაწყებულია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის დეტალური დიზაინის (პროექტის) მომზადება;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი (გზშ) დაწყებულია. დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება სკოპინგის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები და კომენტარები;
  • სკოპინგის დასკვნა. 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მიღებულ იქნა სკოპინგის დასკვნა;
  • შეხვედრები მოსახლეობასთან. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად გათვალისწინებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები. მათ სკოპინგის ანგარიშისა და პროექტის მიმდინარეობის დეტალები სკოპინგის საჯარო განხილვების ფარგლებში განემარტათ.
  • სკოპინგის ანგარიში. 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში სკოპინგის ანგარიში ოფიციალურად წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;