მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი

მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი 2023-07-21T21:10:50+00:00

პროექტის სახელწოდება: ზუგდიდისა და თელავის მუყაოს/ქაღალდის განცალკევებული (სეპარირებული) შეგროვების საპილოტე პროექტი.

დონორი:პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. 

პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობები: ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი თელავი

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ხორციელდება “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, რომელიც ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვასა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას გულისხმობს. 

პროგრამის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ბერძნულ კომპანია Paseco-სთან და ადგილობრივ კომპანია PMCG-სთან ერთად).

საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას. 

განცალკევებული (სეპარირებული) შეგროვება გულისხმობს ნარჩენების შეგროვებას, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით განცალკევებულია სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით;

ნარჩენები-ინსტრუქციასპეციალურ კონტეინერებში შეიძლება მოთავსდეს შემდეგი სახის ნარჩენები:

   –  ქაღალდი

   – მუყაო

   – კვერცხის მუყაოს ყუთი

   –  გაზეთები/ჟურნალები

სპეციალურ კონტეინერში არ უნდა მოთავსდეს შემდეგი სახის გამოყენებული ნარჩენები:

   – ხელსახოცი

   – რძის, წვენების და სხვა მსგავსი ნაწარმის  შეფუთვა

– მუყაოს ერთჯერადი ჭიქა 

– მუყაოს ერთჯერადი შეფუთვა და სახვა სახის ნარჩენები

 

პროექტის ფარგლებში, საპილოტე ქალაქებში წინასწარ განსაზღვრულ  ადგილებში  მუყაოსა და ქაღალდის შესაგროვებელი ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინრები განთავსდა. 

შეგროვებული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ ტრანსპორტირდება სპეციალურ საწყობში, შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც ხდება მათი დაპრესვა და მომზადება სარეალიზაციოდ.

შემდგომ, სეპარირებული მუყაოს/ქაღალდს ხელახალი გამოყენების მიზნით, შეისყიდიან გადამამუშავებელი კომპანიები.  

საჭირო აღჭურვილობა 

საპრესი დანადგარი და სხვა სპეციალური აღჭურვილობა

უყაოსა და ქაღალდის ტრანსპორტირების სპეციალური მანქანა

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუყაოსა და ქაღალდის შესაგროვებელი სპეციალური კონტეინერები

შეგროვებული მუყაოსა და ქაღალდის საწყობი

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ შეიძინა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ – ნარჩენების შესაგროვებელი 83 ერთეული 1,100 ლიტრიანი კონტეინერი და 7 მ3 მოცულობის 1 ერთეული მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ შეიძინა – ნარჩენების შესაგროვებელი 175 ერთეული 1,100 ლიტრიანი კონტეინერი და 7 მ3 მოცულობის  1 ერთეული მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი.
  • საპილოტე აღჭურვილობის ჯამური ღირებულება ორივე მუნიციპალიტეტისთვის  237 438 ევროს შეადგენს.

რა დადებითი ზემოქმედება ექნება პროექტს?

  • საპროექტე ქალაქებში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დაინერგვით, შემცირდება არსებულ ნაგავსაყრელებზე შესული ნარჩენების რაოდენობა;
  • მუნიციპალიტეტებისთვის შემცირდება ნარჩენების განთავსების ხარჯები ახალ ობიექტებზე 
  • საპილოტე ქალაქებში გაუმჯობესდება როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი და გარემო პირობები, ისე მდგომარეობა ნარჩენების მართვის სისტემის თითოეულ ეტაპზე (კონტეინერების გადავსება, ნარჩენების გატანის სიხშირე, არსებულ ნაგავსაყრელზე განთავსება). 
  • წარმოიქმნება დამატებითი ღირებული ნედლეული და შეგროვებული ნარჩენის რეალიზაციის შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაჩნდება დამატებით შემოსავლის წყარო
  • ქაღალდის/მუყაოს ნარჩენების განცალკევებული შეგროვებით ხელს ვუწყობთ ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული სისტემის დანერგვასა და ნარჩენების მართვის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. 

ქალაქ ზუგდიდსა და თელავში შეგროვებული ნარჩენებისა და ქაღალდის/მუყაოს წილის შესახებ გრაფიკი:

სად მდებარეობს სპეციალური კონტეინერები?

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საპილოტე ტერიტორიებზე დაადგინა სპეციალური კონტეინერების საჭირო რაოდენობა და მათი განსათავსებელი კონკრეტული ადგილმდებარეობები.

ნარჩენების შეგროვების ძირითად ადგილებად შეირჩა შემდეგი ტიპის ორგანიზაციები და ინსტიტუციები:

  • დიდი მარკეტები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები;
  • სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები;
  • საჯარო დაწესებულებები;

შედეგად, მომზადდა საპილოტე ტერიტორიების რუკა, როგორც ზუგდიდის, ისე თელავის მუნიციპალიტეტისთვის. 

ვის შეუძლია განცალკევებული შეგროვების (სეპარირების) პროექტში ჩართვა?

ქაღალდის/მუყაოს ნარჩენების სეპარირების პროექტი ხორციელდება ქალაქ ზუგდიდსა და თელავში. განცალკევებული შეგროვების პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე,  კერძო და საჯარო ორგანიზაციებს, რომელსაც ზემოთ მითითებული ბმულის მიხედვით შესაძლებლობა აქვთ მოიძიონ სეპარირებისთვის განკუთვნილი კონტეინერები და წესების დაცვით განათავსონ ნარჩენები.