თელავის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
waste_gov_en 2024-09-10T10:19:34+00:0010/09/2024 - თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები). რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს, ნარჩენების გადაადგილებას, რამაც დროებით სუნის გავრცელება გამოიწვია. [...]