ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონისთვის

ქვემო ქართლი — გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები 2020-12-16T09:30:27+00:00

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურები

2017 წლის 1 ივნისს მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე, გაუქმდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძველი სისტემა. ნაცვლად ნებართვისა, მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სავალდებულო პროცედურების საფუძველზე. ეს პროცედურა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:

  1. სკოპინგის ანგარიშის მომზადება და წარდგენა. სკოპინგს მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სკოპინგი: გზშ-გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელიც შესრულებულია სკოპინგ ანგარიშში და სკოპინგის დასკვნა. სკოპინგის ანგარიშის საფუძველზე სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას;
  2. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება გზშ: შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგნილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე
  3. შეფასების შედეგების მიმოხილვა, რომლის საფუძველზეც მიიღება ექსპერტიზის დასკვნა და გაიცემა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გრაფიკული წარმოდგენა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს):

გზშ-ს პროცესის მიმდინარე სტატუსი

სკოპინგის ანგარიში შედგენილია. ნოემბრის ბოლოს  სკოპინგის ანგარიში ოფიციალურად წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაიწყო ოფიციალური სკოპინგის პროცედურა (გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევები გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. ანგარიშის ჩამოტვირთვა ამ დროისთვის შესაძლებელი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ გვერდიდან).

–> გთხოვთ, იხილოთ დამატებითი ინფორმაცია სკოპინგის ანგარიშისა და საჯარო განხილვების შესახებ შემდეგ გვერდზე

რა არის სკოპინგი?

საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, სკოპინგი არის პირველი ეტაპი, რამდენიმე ნაბიჯიდან რომელიც უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (შესაძლებელი ხდება საქმიანობის განხორციელება) მიღების მიზნით, რომლის შემდეგაც შესაძლებელია ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება. სკოპინგ პროცესის პირველი ნაბიჯი არის სკოპინგ ანგარიშის შედგენა. სკოპინგ ანგარიშში განხილულია შემდეგი საკითხები:

  • გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლებრივი ჩარჩოების და სტანდარტების განსაზღვრა, რომლებიც პროექტმა უნდა დაიცვას;
  • პროექტის ალტერნატივების გამოვლენა, რომელის უნდა შეფასდეს გზშ-ს ეტაპზე;
  • საპროექტო ტერიტორიის გარემოსდაცვითი და სოციალური ფონური მდგომარეობისა და გზშ-ს პროცესში მოსაპოვებელი ინფორმაციის დადგენა;
  • პროექტის მომზადების საწყის ეტაპზე საპროექტო ტერიტორიაზე სავარაუდოდ არსებული იმ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას;
  • პროექტის იმ შესაძლო ზემოქმედებებისა და შემარბილებელი ღონისძიებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროექტის მომზადების პროცესში, უარყოფითი ზემოქმედებების თავიდან აცილების, შემცირების ან კომპენსირების, ასევე, დადებითი ზემოქმედებების გაძლიერების მიზნით;
  • ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიების შექმნა და გზშ-ს სამუშაო ფარგლების დადგენა;

სკოპინგის ანგარიშის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია, უზრუნველყოს საჯარო განხილვების ადრეული შესაძლებლობა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რათა მათი მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამდე/პროექტში.