ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო
waste_gov_en 2017-06-23T06:57:36+00:0023.06.2017 - ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დახურა. სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ქ.ბორჯომში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი [...]