ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

23.06.2017 – ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად  დახურა. სტანდარტების შესაბამისად  დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ქ.ბორჯომში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას  ხაშურის  კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.

აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს რეკრეაციულ ზონებში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ჩატარებული სამუშაოები  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 459 723 ლარი შეადგინა.

2017-06-23T06:57:36+00:00