პროექტის შესახებ
პროექტი – “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა”
პროექტი შემუშავდა და ხორციელდება გერმანია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
- პროექტის შედეგები: ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა, გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა, ქუთაისის ნიკეას ძველი ნაგავსაყრელის დახურვა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა ყველა ჩართული მხარის ჩართულობით (სმნმკ, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები, დაინტერესებული მხარეები).
- პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015-2019
- სამიზნე რეგიონები: ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს
- პროექტის ბენეფიციარები: საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, 16 მუნიციპალიტეტი, 700 000 მოქალაქე
- საერთო ინვესტიცია : 26 მილიონი ევრო
მშენებლობა და მართვა
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია არის პროექტის განმახორციელებელი ერთეული. ნაგავსაყრელის აშენება დაიგეგმა და ხორციელდება შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“სახელით. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდგომ ნაგავსაყრელის მართვა მოხდება სმნმკ-ს მიერ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიგონი საქართველოს მასშტაბით პირველი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი იქნება . პროექტის ფარგლებში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას აქვს შემდეგი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
- საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად ნაგავსაყრელის დიზაინის შემუშავება, სამშენებლო და კომპანიის საერთო საქმიანობის ზედამხედველობა.
- ხელშეკრულების გაფორმება სამშენებლო კომპანიებთან
- სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა
- მშენებარე ობიექტის საბოლოო დადასტურება და მიღება
- პოლიგონის მფლობელი და მმართველი
ტექნიკური მხარდაჭერა
აღმასრულებელი კონსულტანტი (აკ)
საკონსულტაციო კომპანია ERM (გარემოს რესურსების მართვა) ასრულებს საკონსულტაციო მომსახურებას ახალი რეგიონული სანიტარული პოლიგონის, გადამტვირთი სადგურებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაგეგმვის, ტენდერების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის კუთხით. მთავარი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
- სანიტარული ნაგავსაყრელი დიზაინის დაპროექტება
- გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების კვლელვა (EISA)
- სამშენებლო სამუშაოებისთვის აღჭურვილობის მომზადება, ტენდერის დოსიეების შემუშავება და სატენდერო პროცედურების მხარდაჭერა
- სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა
დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (დღკ)
მოცემული კომპონენტი ხორციელდება გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM კონსალტის მიერ, INTECUS GmbH (გერმანია) და GAMMA (საქართველო) სთან თანამშრომლობით. PEM კონსალტი ასრულებს საკონსულტაციო მომსახურებას და ატარებს ტრეინინგებს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. მისი მთავარი ამოცანაა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას მხარი დაუჭიროს და კონსულტაცია გაუწიოს შემდეგ საკითხებში:
- ორგანიზაციული მართვა
- ფინანსური მართვა
- ტექნიკური კომპეტენცია
- საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და საჯარო ცნობიერების ამაღლება
ფინანსური მხარდაჭერა
გერმანია-საქართველოს თანამშრომლობა, KfW
გერმანია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს სესხს 20 მილიონი ევროს ოდენობით.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის კონტრიბუცია პროექტში, რომლის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონი ევროა, შეადგენს 4 მილიონ ევროს.
ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდი
პროექტის განხორციელების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, ევროკავშირი გამოყოფს 2 მილიონი ევროს გრანტს, სამეზობლო ინვესტირების ფონდის მეშვეობით.