ნაგავსაყრელის დიზაინი

ნაგავსაყრელის დიზაინი 2021-07-20T11:42:40+00:00

ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის დიზაინი, გეგმა და ადგილმდებარეობა

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისათვის

ახალი  ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით სოფელ ჭოგნართან ახალოს არის დაგეგმილი. ახალი ნაგავსაყრელის ასაშენებლად შერჩეული ადგილმდებარეობა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების  (გზშ – ს) დოკუმენტის დამტკიცების შესახებ გახდება ცნობილი, რომლის განუყოფელი ნაწილი საჯარო განხილვაა.2016 წლის შემოდგომისათვის მოსალოდნელია ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

Map_Landfill_Location_GE

ფოტოს გასადიდებლად დააჭირეთ აქ

დიზაინი და გეგმა ახალი ნაგავსაყრელისათვის

ახალი ნაგავსაყრელისათვის შერჩეული ტერიტორის საერთო ფართი  268 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, (26,8 ჰა). ტერიტორია ყოფილი სამხედრო ბაზაა, ამიტომაც აქ  ნებისმიერი სახის აქტივობის დაწყებამდე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა.  ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი  13 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ის გზებით იქნება გარშემორტყმული. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ნაჟური წყლების ავზები,  ნარჩენების შემდგომი გადაფარვისათვის საჭირო მიწის კავალიერები და ტექნიკური აღჭურვილობის ნაგებობები განთავსდება.

Model_Landfill_Design_GE

ერთი ცენტრალური ნაგავსაყრელი და 5 გადამტვირთი სადგურისაგან შემდგარი ქსელი

იმერეთისა და რაჟა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების ტრანსპორტირებას ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელზე ხელს შეუწყობს ხუთი გადამტვირთი სადგური. გადამტვირთ სადგურზე ნარჩენები განთავსდება პატარა სატვირთო მანქანების საშუალებით, საიდანაც ახალ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს უკვე დიდი ნაგავმზიდები გადაიტანენ.

Model_Transfer_Stations_ISWMSK_GE