საზოგადოებასთან ურთიერთობა

საზოგადოებასთან ურთიერთობა 2021-07-20T12:01:34+00:00

საზოგადოებასთან ურთიერთობა

00_Public_Parcticpation_img2

საჯარო განხილვების ამჟამინდელი სტატუსი

ამ ეტაპისთვის არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება აშენდება თუ არა  ახალი ევრო სტრანდარტების შესაბამისი  ნაგავსაყრელი შერჩეულ ლოკაციაზე. (იხილეთ რუკაზე) . ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიებათა ქრონოლოგია, დისკუსიები და საჯარო აქტივობები საზოგადოებასთან

  • ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის  პრექტის ფარგლებში’’, 2013 წელს, გერმანულმა სკონსულტაციო კომანია ,,ინფრასტრუქტურა&უმველთმა’’,,გამა კონსალტთან ‘’ ერთად  ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა  მოამზადა. ანგარიშის მომზადების პროცესში რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ.
  • ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის ასაშენებლად  შერჩეული პირველი ლოკაცია სადაო გახდა, მეორე  ალტერნატიული  ლოკაცია ყოფილი სამხედრო ბაზაა რის გამოც ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. დღეისათვის ალტერნატიული ადგილმდებარეობაზე გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
  • 2016 წლის თებერვალში განმახორციელებელმა კონსულტანტმა კომპანიამ (კომპანია ERM) დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა შეიმუშავა
  • 2016 წლის 14 მარტს, ქუთაისის მერიაში,  ქუთაისის მერმა სოფელ ჭოგნარის მაცხოვრებლებთან, ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებთან’’,  დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტ კომპანიებთან  (AMC) PEM კონსალტი), პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტ კომპანიასთან (IC) ERM  და გამასთან (GAMMA) ერთად დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობის ტექნიკური დეტალების შესახებ დისკუსია გამართა.
  • 2016 წლის 15 აპრილს საჯარო, საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა სოფელ ჭოგნარში. ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების’’ დირექტორი ნინო ჩხობაძე.
  • 2016 16 ივნისს ჭოგნარის მცხოვრებლებმა პრემიერ მინისტრს ღია წერილი გაუგზავნეს.
  • 2016 19 ივნისს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ღია წერილს ოფიციალურად უპასუხა.
  • 2017 წლის 11 მაისს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოთხოვნის შესაბამისად გაიმართა საჯარო განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონების მუნიციპალიტებებისა და გამგეობების, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
  • 2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შპს”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
  • 2018 წლის აპრილში საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მოიპოვა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
  • 2018 წლის ივლისში საქართველოს მყარი ნარჩნების მართვის კომპანიამ მოიპოვა მშენებლობის ნებართვა .
  • გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის კომპანიის შესარჩევად. 2018 წლის მეორე კვარტალში გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კონსორციუმი SADE & RIKO (საფრანგეთი/სლოვენია).
  • საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდგომ,  გამარჯვებულ კომპანიასთან ხელი მოეწერა სამშენებლო კონტრაქტს.
  • 2019 წლის თებერვალში შპს”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.