waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 366 blog entries.

ურეკში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2016-02-13T08:51:04+00:00

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა და გადამტვირთი სადგური მოაწყო. შესრულებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ფართობი 13 305.00 მ²-ს შეადგენს. ყოველთვიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე [...]

ყვარელში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2016-02-06T10:37:25+00:00

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ყვარლის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელიც 1981 წლიდან ფუნქციონირებდა,  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წელს გადმოეცა.  იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე [...]

თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან- HPC

2016-02-01T10:06:24+00:00

„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის’’  ფარგლებში შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“  დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტ კომპანიასთან (PIU) - HPC HARRESS PICKEL CONSULT AG მომსახურების გაწევის შესახებ. ხელმოწერას ასევე ესწრებოდნენ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის [...]

ქუთაისში ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება

2016-01-28T10:36:07+00:00

„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“  მისი დირექტორის,  გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით  მორიგი შეხვედრა გამართა გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიის ERM-ის წარმომადგენლებთან. მხარეებს შორის  შეხვედრაზე  განხილული იყო  ,,ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის ფარგლებში არსებული  ტექნიკური საკითხები. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი [...]

გიორგი შუხოშვილი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

2015-12-28T10:23:37+00:00

2016 წლიდან რეგიონები ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღიჭურვებიან შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებს შეხვდა. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, რეგიონებისთვის ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებისა და ნარჩენების ურნების შეძენას გეგმავს. პროექტის ფარგლებში, პირველ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო [...]

დმანისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-11-28T08:30:11+00:00

დღეს, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დმანისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. დმანისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1998 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 10 027.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დაახლოებით 180 მ³ ნარჩენი დმანისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. დმანისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 [...]

განახლებული ნაგავსაყრელი ონის მოსახლეობას

2015-11-26T10:31:03+00:00

ონში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ, გიორგი ლობჯანიძესთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც 4 103.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ონისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³ ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის [...]

ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

2015-11-20T08:16:29+00:00

ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიზესთან ერთად დაათვალიერა. შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა [...]

თიანეთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-10-31T07:28:10+00:00

თიანეთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა – გიორგი შუხოშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატმა– ზაქარია ქუცნაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ლელა ქიტესაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. დაბა თიანეთის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ის თიანეთისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი [...]

განახლებული ნაგავსაყრელი ასპინძის მოსახლეობას

2015-10-26T09:57:58+00:00

გიორგი შუხოშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელ, ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ასპინძის რეაბილიტირებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაათვალიერა. დაბა ასპინძის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1975 წლიდან ფუნქციონირებს და ის ასპინძისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსხლეობას ემსახურება. ასპინძის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის მაისში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადმოეცა. პოლიგონზე ნარჩენების შეტანა ხდებოდა [...]

გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა

2015-09-30T09:15:10+00:00

USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი იყო, წარმოედგინა პროექტირების საფუძველი და აქტივობები, ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად. პოლიგონზე ჩატარებული, დახურვის გეგმასთან დაკავშირებული კვლევები, მიზნად ისახავდა არსებული ნარჩენების მასის კონკრეტული ზემოქმედების გამოვლენას. გეგმაში აღნიშნული პროცედურების განხორციელების ძირითადი მიზნებია; მყარი [...]

„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“

2015-09-18T07:46:25+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ მისი დირექტორის , გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები" ინიციატივით მოეწყო. კამპანიის ფარგლებში გამართული დასუფთავების აქციის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა [...]