გიორგი შუხოშვილი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი შუხოშვილი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლიდან რეგიონები ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღიჭურვებიან

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებს შეხვდა.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, რეგიონებისთვის ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებისა და ნარჩენების ურნების შეძენას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში, პირველ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო კახეთის მუნიციპალიტეტების  საჭიროებები ნაგავმზიდი ავტომანქანებისა ნარჩენების ურნების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის საკონსულტაციო კომპანიის – შპს “გამა კონსალტინგის”  წარმომადგენლები.

რეგიონების ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღჭურვის პროექტი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სესხით ფინანსდება.

2015-12-28T10:23:37+00:00