მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ქვემო ქართლში

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ქვემო ქართლში

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც მოემსახურება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის,“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ეტაპები, ტექნიკურ-ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები.
2015-02-13T08:46:04+00:00