ხეილ გოგოლიძე თეთრიწყაროში, მარნეულსა და ბოლნისში ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო
waste_gov_en 2025-11-17T13:47:17+00:00„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა. კომპანიის დირექტორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალი ობიექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში შენდება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ობიექტი, 29 წლის განმავლობაში, 5 მუნიციპალიტეტს: [...]

