ქუთაისში ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება

ქუთაისში ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება

„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“  მისი დირექტორის,  გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით  მორიგი შეხვედრა გამართა გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიის ERM-ის წარმომადგენლებთან.

მხარეებს შორის  შეხვედრაზე  განხილული იყო  ,,ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის ფარგლებში არსებული  ტექნიკური საკითხები.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობას ქალაქ ქუთაისში, რომელიც ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტი მოიცავს ქუთაისში, ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვებისა და ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებას. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად განსაზღვრულია 2014-2018 წლები.

2016-01-28T10:36:07+00:00