სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიგნებები მოსახლეობას გააცნეს

სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიგნებები მოსახლეობას გააცნეს

27/12/2021 – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახი

ფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების  (გზშ) მიგნებების შესახებ ანგარიში გააცნო (ანგარიშის მოკლე მიმოხილვის ბროშურა აქ).

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა და კონსულტანტებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ყველა ძირითადი დეტალი, რომელიც გათვალისწინებული იქნება პროექტის განხორციელების პროცესში, რათა ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და შემდგომი ოპერირება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით განხორციელდეს.

ანგარიშის მიხედვით, პროექტის განხორციელების პროცესში, გათვალისწინებული იქნება ყველა შემარბილებელი ღონისძიება, რომელიც უზრუნვლყოფს გარემოს დაცვას, აღმოფხვრის უსიამოვნო სუნის გავრცელებას, დაიცავს მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისაგან და ახალი ობიექტის მშენებლობა რეგიონში გააუმჯობესებს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე, ბუნებრივ და სოციალურ გარემო პირობებს.

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II მოიცავს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას, ასევე, ძველი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას და მუნიციპალიტეტების ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური  ტექნიკით აღჭურვას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით.

   

   

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიგნებების შესახებ ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

 

2021-12-27T15:05:08+00:00