იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გამოქვეყნდა

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გამოქვეყნდა

22/07/2022 – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის შესახებ სკოპინგის დასკვნა გამოაქვეყნა.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიერ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა დაგეგმილია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის ფარგლებში. სკოპინგის დასკვნის საფუძველზე მომზადდება ახალი ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სკოპინგის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები და კომენტარები.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კოპმანიამ სკოპინგის ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 27 აპრილს წარუდგინა. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 3 ივნისს გაიმართა

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2022-07-22T12:55:58+00:00