ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს”, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საკრედიტო ბანკის, საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანია COWI-ის და მათი ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის RECC – Caucasus წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, კვლევის განმახორციელებელმა საკონსულტაციო კომპანიამ წარადგინა ანგარიში – მიმოიხილეს საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პრაქტიკა, ცენტრალური საქართველოს, კერძოდ, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებულ მდგომაროება, დამსწრეებს გააცნეს ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვისა და პროექტის განხორციელების გეგმა. 

აღნიშნული კვლევა განიხილავს შიდა ქართლის, მცეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურისგან შემდგარი ქსელის მოწყობას. ამასთან ერთად, კვლევის ფარგლებში, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, მიმდინარეობს მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების 2 საწარმოს სამომავლოდ მოწყობის შესაძლებლობის განხილვა. 

შედეგად, ცენტრალური საქართველოს რეგიონებში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა დაინერგება, რაც სამივე რეგიონში გააუმჯობესებს გარემო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურება მეტად ხელმისაწვდომი გახდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

2024-11-20T12:44:49+00:00